შსს-მ ძებნილი შალვა აბულაძე დააკავა
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დღეს დილით, გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპერციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც შალვა აბულაძე იმალებოდა, 2 პისტოლეტი და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. დაკავებულის გადმოყვანა თბილისში ვერტმფრენით განხორციელდა. შალვა აბულაძის ძებნის ოპერაციაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული იყო შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი. ძებნა-დაკავების ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე: http://goo.gl/D5qH7N
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს-მ ძებნილი შალვა აბულაძე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს მ ძებნილი არასრულწლოვანი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილები დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
PalitraNews