"სახლში მოვედი და ყველაფერი გადმოყრილი დამხვდა" - სახლიდან ოქრო მოიპარეს

ახალციხეში, ერთ დღეში ორ სახლში უკანონოდ შევიდნენ, აქედან ერთი კი გაქურდეს. რუსთაველის 101 ნომერში მცხოვრები დაზარალებულის თქმით, წაღებულია 6 000 ლარის ღირებულების ოქროს ნივთები. მეორე სახლში კი მეპატრონეს ძვირადღირებული ნივთების დანაკარგი ჯერ არ შეუმჩნევია. სახლი დაკეტილი იყო, ოჯახი აქ არ ცხოვრობს. ქალი,რომელსაც ძვირფასეულობა მოჰპარეს ამბობს, რომ ქალაქი 9 იანვარს ორი დღით დატოვა, სახლში დაბრუნებულს კი ნივთები გადმოყრილი, ოქრო კი წაღებული დახვდა. დაზარალებული ვარაუდობს, რომ ქურდმა კარი გასაღებით გააღო და გასვლისას ისევ დაკეტა. სავარაუდოდ, მან იცოდა, რომ ორივე სახლში მეპატრონე არ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან აიღეს ანაბეჭდები, ადგილზე კინოლოგებმა მიიყვანეს ძაღლი,რომელიც დამნაშავის კვალს გაჰყვა და გაქურდული ბინიდან მეზობლად მდებარე ბინაში შევიდა, რომელიც მეპატრონეს გაღებული დახვდა. შსს-ში ამბობენ, რომ ორივე შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლმადე, ან შინაპატიმრობით. უწყებაში გვითხრეს, რომ პოლიციას ბრალდებული ჯერ არ დაუკავებია, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი ვიდეოები