შს მინისტრი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრს, იოაჰიმ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრას ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტი რობერტ ჰაიმბერგერი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური ასპექტები, მათ შორის, ორგანიზებული დანაშულის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. როგორც ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. თუმცა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, „გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არ იდევნებიან. ამდენად, ბავარიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99 %-ზე მეტს უარი ეთქვა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი „თავშესაფრის მაძიებლების“ საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ, გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ“. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/DTuNyw
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შს მინისტრი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტ...
Giorgi Mgebrishvili
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი
info9 info99
შს მინისტრი არასამთავრობოებს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში იმყოფე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი ახალციხეში, პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ...
მეცხრე არხი ახალციხე
შს მინისტრი რუსთაველზე გავიდა
TV IMEDI
შს მინისტრი პარლამენტში - პოლიტიკური განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster