გადაცემა "შეუზღუდავი სივრცე"

08.05.2012 45:33

8 მაისს 21:00 საათზე , „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" მხარდაჭერით გავიდა ინტერნეტ გადაცემა -" შეუზღუდავი სივრცე" რომელიც მომზადდა NED-ის (დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი) დაფინანსებული პროექტის „ დემოკრატიული იდეების განვითარების" ფარგლებში. რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტიმულირება. გადაცემის თემა ეხებოდა სტუდენტურ აქციას , რომელიც ჩატარდა ხუთშაბათს ,3 მაისს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე (თეატრის შენობასთან), აქციის მიზანი იყო ერის სინდისის, დიდი მამულიშვილისა და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელის მერაბ კოსტავას ძეგლის აგებას. გადაცემის წამყვანი: "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" თავჯდომარე - ასლან ჭანიძე სტუმრები: აკაკი გვიანიძე , ლევან ტარიელაძე ორგანიზატორი: ჯგუფი " საქართველოსთვის"

გაზიარება: