ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

ამ დროისათვის ქვეყანაში „დელტა“ შტამის გავრცელება სულ უფრო ფართოვდება. ვირუსის ე.წ. ინდური ვარიანტი გადადების მაღალი ხარისხით და რთული მიმდინარეობით ხასიათდება, მათ შორის ბავშვებშიც. ციციშვილის კლინიკაში თავისუფალი საწოლი ადგილები აღარ რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში 90 პაციენტი მკურნალობს, მათგან 25 ბავშვი რეანიმაციაშია. შედარებით გაუმჯობესდა ინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდებოდა. მედიკოსები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, იმისათვის რომ დაიცვან საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები