ქეთი ბახტაძე - განათლების უფლება ყველას

19.04.2022 05:52

თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ამბობენ, რომ 2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყების შემთხვევაში, განათლების პროცესის მიღმა დარჩება ათასობით სტუდენტი. ისინი, ვინც ვერ ახერხებს ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავებას, რადგან, ფაქტობირვად შეუძლებელია დარჩენილ 2 თვეში რეგიონიდან დაბრუნება და ბინის ქირაობა. ქეთი ბახტაძე, თსუ-ის სტუდენტია, რომელიც ამბობს, რომ სტუდენტებს მონურ პირობებში უწევთ მუშაობა და პარალელურად, სწავლა. საბინაო პოლიტიკის პრობლემა კიდევ უფრო ბოლო 2 თვეში გამწვავდა, როცა ჩვენს რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო, ბინების ფასი 5-ჯერ გაიზარდა. ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რატომ ვერ ახერხებს უნივერსიტეტი ჰიბრიდულ სწავლებას, თუმცა თუ თსუ-მ და რექტორმა გადაწყვეტილება არ შეცვალა, 5 ათასზე მეტი სტუდენტს შეეზღუდება განათლების უფლება. 20 აპრილს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, სტუდენტები კიდევ ერთ აქციას გამართავენ. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge/

გაზიარება: