Time-მა "წლის ადამიანის" პრეტენდენტები გამოაქვეყნა
ტელეკომპანია NBC- ის ინფორმაციით, ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანის" პრეტენდენტები სია გამოაქვეყნა. გამოცემა Person of the Year-ს ყოველ წელს ასახელებს. აღნიშნული წოდებისთვის მიმდინარე წელს ათი კანდიდატი იბრძვის. 2017 წლის პრეტენდენტებს შორის გასული წლის გამარჯვებულ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ იონგ უნიც არის. არსებული ინფორმაციით, ათი პრეტენდენტიდან ორი კონკრეტული პიროვნება არ არის. ესენია: მოძრაობა #MeToo, რომელიც ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებას მოჰყვა და Dreamers-ები, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად ჩასული არასრულწლოვანი ემიგრანტების უფლებადამცველებად განიხილებიან. როგორც გამოცემა წერს, ნომინანტებს შორის არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჰეფ ბეზოსი და ამერიკელი რეჟისორი პატი ჯენკინსი, რომლის ფილმმაც ’’ქალი საოცრება“ (Wonder Woman) გაქირავების კუთხით რეკორდი მოხსნა. წლევანდელი ’’წლის ადამიანის“ კანდიდატების სიაში ასევე ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი კოლინ კაპერნიკი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგული ჟურნალი Time წლის ადამიანს 1927 წლიდან ყოველწლიურად ასახელებს და მათ შორის, ფაქტობრივად ამერიკის ყველა პრეზიდენტი მოხვდა. 06/12/2017
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
ანგელა მერკელი “წლის ადამიანის“გამარჯვებული გახდა
Music Box
იმბუდსმენის მწვავე ანგარიში - ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ადამი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
„რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმე“ - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ლომჯარიას მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster