51

07/02/2024

დღეს 30 ივნისია - დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშებს და ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე, კიოლნში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევს წინ და ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გადავა. დილიდან ხმაურია კიოლნში, სადაც გასული მატჩების მსგავსად, სტადიონამდე მისასვლელ გზას ქართველი ქომაგები დღესაც მსვლელობით გაივლიან.


„მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს კიოლნში და ახლა პირდაპირ ეთერში ლევან ღუდუშაური ისაუბრებს, რომელმაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი ექსკლუზიურად ჩაწერა.


როგორია მოლოდინები და განწყობა თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.