#რედაქტ2: საკონტეინერო გადაზიდვების ფასი და წითელი ზღვის კრიზისი - ინტერვიუ შოთა გუბეიშვილთან
03/18/2024
წითელი ზღვის კრიზისის შედეგად გაძვირებული ტრანსპორტირების ფასების შემცირება დაიწყო. ამის შესახებ გადამზიდავი კომპანიები აცხადებენ. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში \"ბენე ჯგუფის\" გენერალური დირექტორის მოადგილემ, შოთა გუბეიშვილმა განაცხადა, ფასების შემცირება სავარაუდოდ, ზაფხულამდე კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ჰუსიტების თავდასხმების გამო, გემები წითელ ზღვას თავს არიდებენ და აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ. 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი კი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას მნიშვნელოვნად აძვირებს. ტარიფმა მაქსიმალურ ნიშნულს იანვარში მიაღწია.
რაც შეეხება გლობალური საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსს, რომელიც 2024 წლის იანვარში წითელ ზღვაში კრიზისული მდგომარეობის გამო გასამმაგდა, უკვე კლების ტენდენციას აჩვენებს. 2023 წლის დეკემბერში ინდექსი 1,521 დოლარზე იყო, რაც იანვრის ბოლოს 3,964 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა თებერვალში ფასმა შემცირება დაიწყო, მარტის პირველ კვირაში კი ინდექსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა 25 იანვრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ახლა 40-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3162 დოლარია.
ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #რედაქტ2-ის წამყვანი;
სტუმარი: შოთა გუბეიშვილი - სატრანსპორტო კომპანია „ბენე ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მოადგილე