ჯაბა ბოჯგუას ბებია, რომელსაც ფული აჩუქეს - სევდიანი კადრები არქივიდან
09/20/2020
MULTIMEDIA GE-ის
მიერ
2020 წლის 20 სექტემბერს, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უკანასკნელ გზაზე გააცილეს და დარჩა მარტო მისი დედა, მანანა გვასალია, რომელიც კომაში მყოფ შვილს 12 წლის განმავლობაში უვლიდა და ერთი ღამეც კი არ სძინებია, მხოლოდ მისი სიკვდილის დღეს, რამდენიმე წუთით ჩაეძინა და ამ დროს წავიდა ჯაბაც. იხსენებს ის ინტერვიუში.
ჯაბა ბოჯგუა 2008 წელს დააკავეს და პირველად სწორედ ციხეში ყოფნისას გახდა შეუძლოდ, მხოლოდ კომაში მყოფი გაათავისუფლეს და სახლში გადაიყვანეს, თუმცა ბრალდება არ მოუხსნიათ.
წლების განმავლობაში მანანა გვასალია იმედს არ კარგავდა, რომ ერთ დღეს მისი შვილი შეძლებდა კვლავ ფეხზე წამოდგომას, ამის იმედს კი ის წლები აძლევდა, რაც ჯაბამ იცოცხლა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დამთავრდა.
ჯაბას ავადმყოფობის პერიოდში ოჯახს განსაკუთრებით გაუჭირდა, ერთადერთი მარჩენალი, მანანა გვასალიას 83 წლის დედა იყო, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, თუმცა ერთ დღეს, შვილიშვილისთვის თავგადაკლული ბებო შინ აღარ დაბრუნდა და სიცოცხლე ტრაგიკულად, ქუჩაში დასრულდა, გზაზე გადასვლისას მას მანქანა დაეჯახა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ეს კადრები, გადაღებულია 2018 წლის დეკემბერში, ახალ წლამდე რამდენიმე დღიღ ადრე, ჯაბას ბებიას, რომელიც ბანკის წინ მოწყალებას ითხოვდა, კეთილმა ადამიანებმა სოლიდური თანხა აჩუქეს, რამაც ძალიან გააბედნიერა და დროებით დაავიწყა ის ტკივილი, რაც შინ ელოდებოდა.
თუკი მართლაც არსებობს იმქვეყნიური ცხოვრება და მართლაც ხვდებიან ერთმანეთს იქ წასული ადამიანები, ბებია და შვილიშვილი, ალბათ უკვე შეხვდებოდნენ და ჩაეხუტებოდნენ.
მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია