არჩილ ფირცხალავა - შარიანი ლემადე
ნაწყვეტი გადაცემიდან თეზისი 25 12 2016, გადაცემის ავტორი და წამყვანი ნიკა ლაშხია, ლექსს კითხულობს ბუბა სორდია. სრული გადაცემა იხილეთ ლინკზე: • TEZISI 3 25 12 2016 შარიანი ლემადე ხევში ალბათ ახლაც ტირის შარიანი ლემადე მერცხლის შემოფრენამდე სიყვარული მოფრინდა რა შორია მანძილი კოლხეთიდან შენამდე რა ძნელია ლოდინი მერცხლის შემოფრენამდე. ქარი ისევ კითხულობს სალ კლდეებზე მინაწერს, ნეტავ სტეფანწმინდიდან შემახედა მყინვარწვერს, თერგი როგორ დიდგულობს ,ქარი როგორ კითხულობს სალ კლდეებზე მინაწერს მერე გამამაისოს უწმიდესმა მანანამ, ბესიკივით ამანთოს ტანთა მიმოტანამან და თუ ხევის კანონმა სიყვარული მანანა, ხაიამის დოქები მომაშველოს ანამა. რისი ტანო-ტატანო, არწივების ყივილი, მზვითვად გამომატანონ ხევ-ხუვების ღიმილი, ოქროს ზოდად ჩაგითვლი მკერდჩაჟანგულ კლდის ლოდებს, ოღონდ სისხლის ყივილი ზარის რეკვად ისმოდეს. ხევში ალბათ ახლაც ტირის შარიანი ლემადე, მერცხლის შემოფრენამდე სიყვარული მოფრინდა, რა შორია მანძილი კოლხეთიდან შენამდე, რა ძნელია ლოდინი მერცხლის შემოფრენამდე.
მსგავსი ვიდეოები
არჩილ ფირცხალავა - ,,მოდი, დამხატე" | #სხვაპოეზია
Shalva Berianidze
არჩილ ფირცხალავა-წერილი სიღნაღში
zecxixo
არჩილ ფირცხალავა - გადაწყდა მივდივარ
Gogita K
არჩილ ფირცხალავა ,,დედა მარიამი Archil Pirtskhalava ,,M...
Art Club
თინათინ ფირცხალავა MD.
GEORGIAN MEDICAL PORTAL VIPMED.GE
თინათინ ფირცხალავა MD.
GEORGIAN MEDICAL PORTAL VIPMED.GE
უნივერსიტეტი გეომედი. ჭიჭივეიშვილი ნინო, კაპანაძე არჩილ -Nin...
Mikheil Chitava
ქუჩის ბოლოს 3 | თრეილერი
St. Art Films