იმუნიტეტი - დღე 2

04/01/2021
Liffit-ის მიერ

სუნთქვა არის პროცესი, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებს.
სუნთქვის დროს ჩვენი ორგანოები, უჯრედები და ქსოვილები ჟანგბადით მდიდრდება და, ამავდროულად, ნახშიროჟანგისაგან თავისუფლდება. ეს პროცესი ჰომეოსტაზს ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმის, სხეულის მუდმივობას გვინარჩუნებს.

აუცილებელია გაეცნო ვიდეოს თანმხლებ რეკომენდაციებს!

როგორ ვისუნთქოთ სწორად?

პირველი წესი - ყოველთვის ისუნთქე ცხვირით!
რატომ?
⚫ცხვირში მოხვედრილი ჰაერი გადის მოსამზადებელ სტადიას ფილტვებში მოსახვედრად. ეს ჰაერი თბება, ტენიანდება, დეზინფიცირდება, რაც ეხმარება ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში.
⚫ცხვირით სუნთქვა ამდიდრებს ტვინს ჯანგბადით და აუმჯობესებს მის აქტივობას (შენი აზროვნება, მეხსიერება, კონცენტრირების შესაძლებლობა, ინფორმაციის გადამუშავება)
⚫ცხვირით სუნთქვა არეგულირებს არტერიულ წნევას და ემოციურ ფონს.

მეორე წესი - ისუნთქე ღრმად!
⚫რაც უფრო უკეთესად მუშაობს სასუნთქი კუნთები, მით მეტ ჟანგბადს იღებს შენი ორგანოები და ქსოვილები.

მესამე წესი - გამართული ზურგი!
⚫ზურგის დეფორმაციას, კერძოდ, მხრებში მოხრასა და ჰიპერკიფოზს, მივყავართ იქამდე, რომ გულმკერდის მოცულობა მცირდება. ეს კი ფილტვებს სრულად მუშაობაში ხელს უშლის. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ სრულად გაშლა, რადგან წინააღმდეგობას აწყდებიან ნეკნებისა და ხერხემლის მხრიდან.

ამ 3 წესის გათვალისწინებით, ჩვენ შევასრულებთ რადენიმე ვარჯიშს, რომლის შესრულებას შეძლებ ყოველ დილით, რათა გაამდიდრო შენი სხეული ჟანგბადით, გაზარდო გონებრივი აქტივობა და განეწყო სამუშაო დღისთვის.

1.Chest opener with bolster [2 min]
ტექნიკა:
⚫ბოლტერი (ბალიში) ბეჭების ქვედა პირის ქვეშ
⚫თეძოები მიბჯენილია იატაკზე
⚫გადაჯვარედინებული ხელები გვიდევს თავის უკან იატაკზე
⚫ისუნთქე ღრმად
⚫ჩაისუნთქე და ამოისუნთქე ცხვირით
⚫სუნთქვისას გაზარდე გულმკერდის მოძრაობის ამპლიტუდა
⚫სრულიად მოდუნდი

2. seated spine mobilization [3 sets of 15 reps]
ტექნიკა:
⚫დაჯექი მოხერხებულად
⚫თავს უკან ჩაეჭიდე იდაყვებს
⚫ჩასუნთქვისას გამართე ხერხემალი. გულმკერდით გაიჭიმე ზევით, ხელებით - უკან
⚫ამოსუნთქვისას მოამრგვალე ზურგი
⚫ღრმად ისუნთქე ცხვირით

3. Downward facing dog to upward dog [3sets 8 reps]
ტექნიკა:
⚫ჩასუნთქვისას მოამრგვალე ხერხემალი და გადაინაცვლე upward facing dog
⚫upward facing dog ხელები მხრების სახსრების ქვეშ. მხრები ჩამოშვებულია. გულმკერდით გაიჭიმე ზევით. თეძოები და მუხლები გააჩერე იატაკს ზემოთ
⚫ამოსუნთქვისას დაუბრუნდი downward facing dog
⚫downward facing dog გულმკერდითა და მუცლით გაიჭიმე ქვევით, თეძო მიმართულია ზევით. ეცადეთ, გამართო მუხლები.

☆Instagram ☆
https://www.instagram.com/liffitapp/?...

☆Facebook ☆
https://www.facebook.com/Liffitapp/