ბუღალტერთა მოსამზადებელი კურსი - EDUHOUSE

01/16/2016
Eduhouse Tbilisi-ის მიერ

ბუღალტერთა მოსამზადებელი კურსი: http://eduhouse.ge/ge/training_center...

ედუჰაუსი გთავაზობთ ბუღალტერთა მომზადების 3 თვიან კურსს. პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას დამწყები საფეხურიდან. კურსი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს და გამდიდრებულია ამოცანებით, ქეისებითა და რეალური სამუშაო სიტუაციების ანალიზური სწავლებით.

კურსი თქვენთვისაა, თუ:

• გეგმავთ, იმუშაოთ ბუღალტრად და დამოუკიდებლად შეძლოთ ორგანიზაციის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმართვა;
• გქონიათ ბუღალტრის საქმიანობასთან გარკვეული პრაქტიკული შეხება, მაგრამ არ გაქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა და არ იცნობთ საერთაშორისო სტანდარტებს;
• გსურთ, უკეთ გაეცნოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულაციებსა და მოთხოვნებს;
• გსურთ უკეთ გაერკვეთ თქვენი ორგანიზაციის ბუღალტრული სამსახურის/ბუღალტრის საქმიანობაში და უკეთ შეძლოთ კონტროლი;
• გქონდეთ კავშირი საქმის პროფესიონალებთან და მიიღოთ პრაქტიკული და სწორი კონსულტაცია;

კურსის თემატიკა:

• შესავალი: რას გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვა;
• ფინანსური ანგარიშგება;
• ბუღალტრული ბალანსი;
• მოგება-ზარალის ანგარიშგება;
• ბუღალტრული ანგარიშები და მეორადი ჩაწერა;
• ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა;
• მოკლევადიანი მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა;
• სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
• სავაჭრო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება;
• სამრეწველო საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვა;
• ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
• არამატერიალური აქტივები;
• მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
• საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს-ში;
• მაკორექტირებელი გატარებები;
• სააღრიცხვო ციკლის დასრულება. დამასრულებელი გატარებები;
• დროებითი ანგარიშების განულების შემდგომი საცდელი ბალანსი;
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები.

ხანგძლივობა: 68 საათი (3 თვე)

ვიდეოები „Eduhouse Tbilisi"-ისგან