ჰესები ასაშენებელია - ვინ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა?

01/10/2023
Business Media Georgia-ის მიერ

„ძირითად პრობლემას ვაწყდებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს და ამის გაუმჯობესება არის მთავარი გამოწვევაც და ამოცანაც, რომ მეგა თუ სტრატეგიული ენერგოპროექტები განვახორციელოთ“, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გასული წლის ბოლოს BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში გააკეთა. მოსახლეობაში ნდობის მოპოვების გზაზე მთავრობა ფსონს მსხვილ პროექტებში სახელმწიფოს თანამონაწილეობაზე დებს. რამდენად რეალურია პრობლემის გადაჭრისთვის ეს გზა და ვინ და როგორ უნდა დაარწმუნოს ადგილობრივი მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების აშენების საჭიროებაში?

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან