მურმან ლებანიძე კითხულობს ლექსს "უფლისციხესთან". 1977 წელი

29.07.2022 00:43

1977 წლის აუდიოჩანაწერი პოეტი კითხულობს საკუთარ ლექსს „უფლისციხესთან“ უფლისციხესთან .. უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი და კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია, არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია! ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://archive.gov.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / nationalarchivesofgeorgia   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / nationalarchivesgeo

გაზიარება: