მურმან ლებანიძე კითხულობს ლექსს "უფლისციხესთან". 1977 წელი

07/29/2022
National Archives of Georgia-ის მიერ

1977 წლის აუდიოჩანაწერი
პოეტი კითხულობს საკუთარ ლექსს „უფლისციხესთან“


უფლისციხესთან ..

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი
და კითხვა: „ვინ ვის“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://archive.gov.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / nationalarchivesofgeorgia  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / nationalarchivesgeo