გახარია - სიმართლე არის ეს

გიორგი გახარია „პირველი ტყუილი თქვეს რომ გადავდექი მაშინ, რომ გახარიამო „ნამახვანს“ ხელი მოაწერაო და ქართული მიწა გაყიდაო. ეს იყო სუფთა  ტყუილი და ტყუილი იყო იმიტომ, რომ დაებრალებინათ და გაეჩინათ ეს... ეს იყო პირველი ტყუილი. მერე იყო მეორე ტყუილი, რომ გახარიას პარტიასო კეზერაშვილი აფინანსებსო. ესეც ტყუილი იყო. მერე იყო მესამე ტყუილი, რომ გახარიაო სააკაშვილსო ამერიკაში შეხვდაო. ესეც ტყუილი იყო. მეოთხე ტყუილი იყო რომ აი იმასო, მხარდაჭერასო ხელი მოაწერაო გახარიას პარტიამო, ესეც ტყუილი იყო. ბოლო, ბოლო, მაგაზე პასუხი რა მაქვს იცით, სამი წელი, სამი წელი, ორი წელი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და ერთი წელი, როგორც პრემიერი, იგივე ხდებოდა. თქვენ რა გგონიათ გამოსვლა არ იყო? მცდელობები არ იყო? გაგიგიათ როდესმე რამე?არასოდეს არაფერი, არასოდეს არაფერი არ ... ესეთი, ესეთი ტყუილები კიდევ ბევრი იქნება. ესეთს იმდენს​ მოიტყუებენ ​ და რატომ ? იმიტომ, რომ ეშინიათ. იმიტომ, რომ ეშინიათ. ხედავენ ხალხის მხარდაჭერას და ხედავენ, რომ კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა, პატიოსანი, პროფესიონალები გვყავს გვერდით და იციან, რომ მომავალი ამ ხალხის არის და ისიც იციან, რომ მე არც ერთხელ ცხოვრებაში, აი, ჩემი ბევრი ნათესავია ეხლა, აბა ჰკითხეთ, თუ ვინმე ნათესაობის გამო ხელი წამიკრავს. არც ერთი ადამიანისთვის. არც აქ არავინ არ იქნება, ვისაც მე გავუწევ რეკომენდაცია. აქაურებმა უნდა აარჩიონ, ვინ უნდა წარმოადგენდეს ჩხოროწყუს. ესე, ეს, ეს  პასუხისმგებლობა ჩვენ თუ არ გავიაზრეთ. მე თუ დაგინიშნეთ აქ ვიღაც, მერე, ხვალ რომ მოვიდე, როგორ უნდა გთხოვოთ. თუ თქვენ გგონიათ ახლა მე ან ჩხოროწყუში ან მუხურში ცოტა ნათესავები მყავს. ან ცოტა მთხოვნელი იყო, აბა გიორგი“. არასოდეს ეს არ გამიკეთებია, არ გავაკეთებ. იმიტომ, რომ სხვანაირად ქვეყანა არ აშენდება. შენ თუ პროფესიონალს, უფრო ძლიერ ადამიანს გზა არ დაუთმე და შენი სულელი ნათესავი იქნება, მეზობელი, ბიძაშვილი თუ შვილი წინ წააგდე, მორჩა, ქვეყანა ვერაფერს ვერ მიაღწევს. ამ ტყუილებით შორს ვერ წავლენ. აი, ეს ყველაფერი მე თვითონ ხომ ჩამოვთვალე. ერთი მკითხეთ, ხუთზე გიპასუხე. ეს ყველაფერი იყო გავრცელებული იმისთვის, იმიტომ, რომ შიში ამოძრავებთ. ეშინიათ და ცუდია, ცუდი. ახლა, ბევრ თქვენგანს შეიძლება კითხვა ქონდეს და სწორი კითხვა ექნება, რომ კაცო, ერთი წლის უკან იქ არ იყავიო, იქიდან გაგეკეთებიანო. მართლა იქ ვიყავი და იქ კარგი რაც გაკეთებულა და შეცდომა რაც იყო, იმაზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და პასუხისმგებლობას რომ ვგრძნობ, იმიტომ ვდგევარ დღეს აქ. და სანამ იქ პატარა სიკეთის და კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა იყო, იქ ვიყავი, მაგრამ ესეც, ესეც მერე მცირდება, ვიწროვდება ეს და ეხლა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ იქ ბევრი ღირსეული ადამიანია ოცნებაში დარჩენილი. ბევრი ღირსეული  ადამიანი. ბევრთან ერთად გვიბრძოლია, მაგრამ დღეს ეხლა, ძალაუფლებაზე ჩამოკიდება და ძალაუფლების შენარჩუნება უფრო წინ დააყენეს დღევანდელმა ბოსებმა ოცნების, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესი. ჩემთვის, გიორგი გახარიასთვის, ძლიერ სახელმწიფოზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. თუ ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს არ ავაშენებთ, ვერც გლეხს ვერავინ ვერ დაიცავს, ვერც ქართულ კულტურას, ვერც ჩვენ ეკლესიას, ვერც ჩვენ პოლიტიკურ-კულტურულ იდენტობას, ვერც ჩვენ ტრადიციებს და ვერაფერს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს და ახლა რაც მოხდა, ქუჩაში ცემა-ტყეპა რომ იყო და სახელმწიფო რომ გაიქცა და ეკლესიის ზურგს ამოეფარა, კარგი იყო ეს? როგორ შეიძლება... შენ სახელმწიფო ეკლესიასაც უნდა იცავდე, კულტურასაც უნდა იცავდე, ესეთი რამე არ... რატო ხდება იცი? ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო სუსტია და სუსტი სახელმიწფო ვერც ოკუპაციას უშველის, ვერც მტრებისგან ვერ დაგვიცავს და ვერც ჩვენი დევნილების უკან დაბრუნებას ვერ უზრუნველყოფს. რატომ? იმიტომ , რომ კორუფცია, ნეპოტიზმი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი უკვე სისტემური ხდება და დასამთავრებელია ეს. იმას კი არ ვამბობ, რომ იქ რაც იყო ყველაფერი ცუდი იყო. არ იყო ესე. იქ ბევრი კარგი რამე იყო, მაგრამ ნელ-ნელა, ნელ-ნელა იცვლება ეს ყველაფერი და დღეს გასაკეთებელი რაც არის, უნდა ვთქვათ, რომ კარგი რაც არის, უნდა დარჩეს და ცუდი რაც იყო, ამაზე უარი უნდა ვთქვათ. ასე რომ, კითხვა ხომ არ გაქვთ კიდევ ვინმეს? კითხვაზე...“

მსგავსი ვიდეოები