მსოფლიო დაზოგვის დღე 2022

11/19/2022
Finedu-ის მიერ

მსოფლიო დაზოგვის დღე, 31 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgiaს ორგანიზებით წელს უკვე მეთერთმეტედ აღინიშნა.

წლიდან წლამდე იცვლებოდა ღონისძიებების შინაარსი, ფორმატი, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა გამორჩეულად სასიამოვნო ემოციები, რადგან ამ თარიღისადმი მიძღვნილი კამპანიების მთავარი სეგმენტი ყოველთვის ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენ .

წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღის მთავარი ღონისძიება იყო \"მოიწვიე ფინედუ კლასში\", რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკის თანამშრომლები, ე.წ. ფინედუს დესპანები, სკოლებში დაზოგვის თემაზე ღია გაკვეთილებს ატარებდნენ.

შეუძლებელია, იმ პოზიტიური უკუკავშირისა და ემოციების გადმოცემა, რაც \"ფინედუს დესპანებმა\" ახალ და ნიჭიერ თაობასთან ურთიერთობით მიიღეს, მაგრამ შევეცადეთ მოკლე ვიდეში მოგვეყოლა წლევანდელი ღონისძიების შესახებ.

დეტალური ინფორმაცია და მასპინძელი სკოლების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://bit.ly/3El0Phh

ამ ბმულზე კი ღონისძიების ამსახველი ფოტოგალერეაა, მათ შორის, ისეთი სურათებიც, რომლებიც ვიდეოში ვერ მოხვდა: bit.ly/3TjAowI

#მსოფლიოდაზოგვისდღე2022 #დაზოგვა #დაზოგე
#ჩოიწვიეფინედუკლასში #ფინედუსდესპანი

ვიდეოები „Finedu"-ისგან