String Quartet Of Georgian Radio and Television - Beethoven, String Quartet No.13 [1986] (Vinyl Rip)

12/15/2018
Lasha Gabunia-ის მიერ

Playlist:
Ludwig Van Beethoven - String Quartet No.13 in B-flat Major, Op.130 (Große Fuge)

Side 1:
01-Adagio, Ma Non Troppo. Allegro 00:00
02-Presto 12:39
03-Andante Con Moto, Ma Non Troppo. Poco Scherzoso 14:33
04-Alla Danza Tedesca. Allegro Assai 20:41

Side 2:
05-Cavatina. Adagio Molto Espressivo 23:29
06-Große Fuge (Op.133): Ouvertura. Allegro. Meno Mosso E Moderato. Allegretto. Fuga. Allegro. Meno Mosso E Moderato. Allegro Molto E Con Brio. Allegro 28:07

String Quartet Of Georgian Radio And Television:

Archil Kharadze – Viola;
George Khintibidze and Levan Chkheidze – Violins;
Revaz Machabeli – Cello.

Recorded At – Tbilisi Recorded Studio © 1986

Credits:
Sound Engineer – D. Demurov
Editor – N. Chelidze

© 1987, „მელოდია“
ტირაჟი: 2500 ცალი

Vinyl Rip by – ERM0NIA

„1979 წელს ტატო ხარაძემ, ლევან ჩხეიძემ, გია ხინთიბიძემ და რეზო მაჩაბელმა ჩამოაყალიბეს სიმებიანი კვარტეტი. მანამდე კვარტეტის ყველა წევრი სახელმწიფო კამერულ ორკესტრში უკრავდა. მათი გაერთიანების სტიმული გახდა სიმებიანი კვარტეტების საკავშირო კონკურსი. კონკურსის პირობა ასეთი იყო – ვინც აიღებდა I პრემიას, ის კოლექტივი შემდეგ გაემგზავრებოდა საფრანგეთში, ქ. ევიანის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე. მოსკოვის საკავშირო კონკურსზე ახალჩამოყალიბებულმა კვარტეტმა I პრემია მოიპოვა და 1980 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც აიღო II გრან-პრი. ქართული კვარტეტი I გრან-პრის კანდიდატი იყო, მაგრამ მათი წინსვლა დაბლოკეს ჟიურის ინგლისელმა წევრებმა. ისინი მოითხოვდნენ, რომ კვარტეტს, როგორც სსრკ-დან წარდგენილ კოლექტივს, დაეტოვებინა კონკურსი, რადგან იმ პერიოდში მოხდა სსრკ ჯარების ავღანეთში შეჭრა. ჟიურის თავმჯდომარის, ფრანგი კომპოზიტორის ჟან ივ დანიელ-ლესიურის ძალისხმევით კვარტეტი კონკურსზე დარჩა, მაგრამ ინგლისელების განწყობამ გავლენა მოახდინა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

1979 – 1981 წლებში კვარტეტის წევრებმა დაამთავრეს მოსკოვის გნესინების ინსტიტუტის ასპირანტურა (კვარტეტებისა და კამერული ანსამბლების კლასი. პედაგოგი: ვ. ბერლინსკი).

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1980-იან წლებში, მუსიკოსები სიამოვნებით დათანხმდნენ ტელერადიო კომიტეტის თვმჯდომარის ნუგზარ ფოფხაძის შეთავაზებას გამხდარიყვნენ საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტი.

იმ პერიოდში საქართველოს ტელერადიოს კოლექტივები აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ხდებოდა საფონდო ჩანაწერების მომზადება, სრულდებოდა ახალი ქართული მუსიკა, გამოდიოდა ფირფიტები. ხშირი იყო კონცერტები, ფესტივალები, პირდაპირი ეთერი. კვარტეტს „ოქროს ფონდისთვის“ ჩაწერილი აქვს ქართველი, რუსი და ევროპელი კომპოზიტორების თხზულებები. მათ შორის, ყველა თაობის ქართველ კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოები. სულხან ცინცაძემ მათ მიუძღვნა №11 კვარტეტი და ამ ნაწარმოების პირველი შემსრულებლები არიან (1989). გარდა ამისა შესრულებული აქვთ მისივე №1 და №2 კვარტეტი, საკვარტეტო მინიატურები; ასევე, ანდრია ბალანჩივაძის კვარტეტი; ვაჟა აზარაშვილის დუეტი ორი ვიოლინოსათვის (პირველი შესრულება ს. გონაშვილთან ერთად), კახა ცაბაძის სიმებიანი კვარტეტი №1 (1988, პირველი შესრულება), მიხეილ ოძელის №1 კვარტეტი (1985, პირველი შესრულება), ანდრია ბალანჩივაძის სიმებიანი კვარტეტი №1 (1989, პირველი შესრულება), ნიკოლოზ გუდიაშვილის სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი (გამოიცა დისკი), ალექსანდრე შავერზაშვილის „ჩეხური კვარტეტი“ და კვარტეტი ბარიტონთან ერთად (1980, პირველი შესრულება, სოლისტი ე. გეწაძე), ბადრი ტუღუშის კვარტეტი №2 (1990), ვაჟა აზარაშვილის საკვარტეტო მინიატურა „მშობლიური მხარის ექო“(1990); გარდა ამისა, კვარტეტმა გამოსცა ალექსი მაჭავარიანის ორი ფირფიტა – მისი ოთხი კვარტეტი; ვაჟა აზარაშვილის მინიატურები; ზურაბ ნადარეიშვილის კვარტეტები და სხვ.

საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის კვარტეტი წარმატებით ასრულებდა უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩის კვარტეტი №9 (1980); მიხეილ მეიროვიჩმა მათ მიუძღვნა კვარტეტი და ისინი იყვნენ მისი პირველი შემსრულებლები.

დიმიტრი შოსტაკოვიჩის მშობლიურ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 1987 წელს გაიმართა მისი სახელობის სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც საქართველოს ტელერადიო კვარტეტმა I პრემია და ოქროს მედალი მოიპოვა.

1990 წელს კვარტეტი Radio France-ს მიწვევით ჩავიდა თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე და ანშლაგით ჩაატარა 30 კონცერტი. ქ. ბლუაში გამართული კონცერტის შემდეგ ქალაქის მერმა ჟაკ ლანჟმა ქართველ მუსიკოსებს შესთავაზა სამწლიანი კონტრაქტი, რაზეც კვარტეტის 3 წევრი დათანხმდა. უარი თქვა ლევან ჩხეიძემ (I ვიოლინო) და იგი საქართველოში დარჩა. მის ნაცვლად ანსამბლში ჩაერთო გია მელიქიშვილი. კვარტეტს ეწოდა „თბილისი“ და სამი წლით დამკვიდრდა ქ. ბლუაში.

1993 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის თხოვნით, კვარტეტის წევრები საფრანგეთში დარჩნენ. 1996 წელს კვარტეტი „თბილისი“ დაიშალა ერთ-ერთი წევრის ავადმყოფობის გამო და მუსიკოსებმა ცალ-ცალკე დაიწყეს მოღვაწეობა“.

წყარო: http://www.nplg.gov.ge