საკუთრების უფლება კანონითაა დაცული (გენდერი და საკუთრება_1)
12/08/2015
საქართველოში გავრცელებული შეხედულებითა და პრაქტიკით, მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის. ამ სტერეოტიპს ბიჭებსაც და გოგონებსაც ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ. საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ.
გახსოვდეთ: საკუთრების თანაბარი უფლება კანონითაა დაცული! #გენდერიდასაკუთრება
გახსოვდეთ: საკუთრების თანაბარი უფლება კანონითაა დაცული! #გენდერიდასაკუთრება