საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“

▪გიორგი ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ბევრი რამ გვინახავს, მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ამ ადამიანების ურთიერთსიძულვილმა - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ყველაფერს გააკეთებენ ▪„როგორც ჩანს, ეს ბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ ექსკლუზიური პატრონი გახდა, დახლზე რაც სააკაშვილმა გამოფინა, ყველაფერი შეიძინა, ძალიან ფართო ჯიბე ჰქონია, მასში ყველა ჩაეტია - მისი სალამურის ქვეშ ყველა დავლურს ცეკვავს“ ▪„ხოშტარიამ კეზერაშვილის „გათეთრება“ უკრაინული თემის შემოგდებით დაიწყო“ ▪„თუკი ვინმეს შეიძლება მიესადაგებოდეს ოლიგარქობის შესახებ კანონი, ესაა კეზერაშვილი; ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია, არ ფლობს მედიასაშუალებებს და ბიზნესებს საქართველოში - სამივე კრიტერიუმს ნათლად აკმაყოფილებს ბატონი კეზერაშვილი“ ▪„საქართველოს პრემიერმა ძალიან ღირსეულად წარმოადგინა თავისი ქვეყანა უზარმაზარ ფორუმზე, რომელიც კრიტიკულ ჟამს იმართება“ ▪გიორგი ცაგარეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ესენი არიან ნეობოლშევიკები, რომლებიც ერთი საუკუნის მერე გაჩნდნენ - ახალგაზრდა კომკავშირელები ან დაძველებული ჩეკისტები ▪„სააკაშვილის ყველა საქმე რუსული იყო - ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ანგრევდნენ საქართველოს, სპობდნენ მის სულიერებას, ანადგურებდნენ ხალხს ფიზიკურად“ ▪„შემოდგომის აზნაურებივით იქცევიან - ფერდებჩავარდნილ ცხენზე სხედან, დადიან ხელგაშვერილები, ახლა კეზერაშვილი ჩოხას მისცემს, ახალუხს - ნაყოფია… “ ▪„„ქართულ ოცნებას“ მიტინგებით ვერ შეაშინებენ - მშვიდობიანად შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ, ჩვენ მათ უსაფრთხოებას დავიცავთ, თუ გული ქუჩისკენ მიუწევთ, კი ბატონო, მიბრძანდნენ“ ▪საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imedi-live  ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი https://www.facebook.com/TVImediOfficial © Teleimedi LLC 2022

მსგავსი ვიდეოები