საბჭოეთის აჩრდილი 100 წლის შემდეგ (ქალთა უფლებები პოსტ-საბჭოთა რეალობაში)

ანალიტიკური გადაცემების სერია „საბჭოეთის აჩრდილი - 100 წლის შემდეგ“ მეხუთე გადაცემა - თემა: „ქალის როლი საბჭოთა რეჟიმის დროს და ქალთა უფლებები პოსტ-საბჭოთა რეალობაში“. თუ როგორ მანუპულირებდა საბჭოეთი ქალთა საკითხებით... დღეს რამდენადაა უზრუნველყოფილი საქართველოში ქალთა უფლებები და ამ მხირვ არსებული პრობლემები, რამდენად მომდინარეობს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულიდან. ავტორი და წამყვანი გიორგი სავანელი. პროდიუსერი ნათია სოყურაშვილი სტუმრები: თამარ ჩერგოლეიშვილი /„ტაბულას“ დამფუძნებელი/; სალომე ცოფურაშვილი /გენდერის მკვლევარი/; გოგა ჩანადირი /ფოტოხელოვანი/; გიორგი ურჩუხიშვილი /სოციოლოგი, გენდერის მკვლევარი/; ----------- გადაცემების მიზანია უკანასკნელი 100-წლეულის საზოგადოებრივი, ისტორიული და სოციალური პროცესების დიალექტიკური გააზრების სტიმულირება და ანალიტიკური დისკურსის წარმოებით, წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, საბჭოთა „მითების“ დეკონსტრუქციისა და საზოგადოებაში არსებული მენტალური, თუ სოციო-კულტურული ჩანარჩენების აღმოსაფხვრელად. პროექტის მხარდამჭერია - ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ეძღვანება დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავს და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თარიღს.

მსგავსი ვიდეოები