სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დანაგვიანებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა

11.06.2021 01:35

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დანაგვიანებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა. ფურცლებზე, რომელიც ნატა ფერაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაყარეს სასახლის ეზოში წერია "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში". ნატა ფერაძე ამბობს, რომ ამ ერთგვარი წარმოდგენით მას სურს პრეზიდენტმაც ამოიღოს ხმა პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამავე წარწერიანი ფურცლები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც დააყარეს თავზე დეპუტატებს. შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 ჩვენი ვებ გვერდი: MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო