სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დანაგვიანებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა

06/11/2021
MULTIMEDIA GE-ის მიერ

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოს დანაგვიანებისთვის 80 ლარით დაჯარიმდა.

ფურცლებზე, რომელიც ნატა ფერაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გადაყარეს სასახლის ეზოში წერია \"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში\".

ნატა ფერაძე ამბობს, რომ ამ ერთგვარი წარმოდგენით მას სურს პრეზიდენტმაც ამოიღოს ხმა პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ამავე წარწერიანი ფურცლები დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც დააყარეს თავზე დეპუტატებს.

შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ჩვენი ვებ გვერდი:
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან