20

სოფელ სულორის მოსახლეობა იბრძვის ხეობის გადასარჩენად. ვანში ორ ჰესს ვანის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატი და სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი ბიჭიკო პაიკიძე აშენებს. “ბ.პ. ჰესი” - კომპანია, რომელმაც სამუშაოები უნდა განახორციელოს, პაიკიძის დედის, ინგა ადეიშვილის სახელზეა გაფორმებული. ის კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ანი წილის მფლობელია. მოსახლეობა ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ორივე ჰესი საფრთხეს უქმნის ეკოსისტემას, ბუნებას და მათ საარსებო გარემოს, პროექტის განხილვა საზოგადოების ჩართულობის გარეშე მოხდა. გვიპოვეთ აქ: Facebook:   / mautskebeli.ge   Instagram:   / mautskebeli.ge   Twitter:   / mautskebeli   Web: https://www.mautskebeli.ge

გაზიარება: