⚡️SAKOSI მასტერკლასი ბრუნდება⚡️

08/18/2020
Salome Kasradze-ის მიერ

გამარჯობა ყველას :*
დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს მეორე მასტერკლასს ვაანონსებ.
12 სექტემბერს სასტუმრო შერატონში გაიმართება 100 სტუმარზე გათვლილი მასტერკლასი.
ამჯერად საინტერესო სიახლე უნდა შემოგთავაზოთ:
მასტერკლასის პირველ ნაწილში პროფესიონალი ვიზაჟისტი გაგვიზიარებს ყოველდღიური და საღამოს მაკიაჟის სწორად გაკეთების ტექნიკას, ხოლო მეორე ნაწილში პროფესიონალი ქოუჩი თამუნა ჩიჩუა წარუძღვება საინტერესო ტრენინგს ,,ჰარმონია საკუთარ თავთან\".
ეს ნაწილი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, სილამაზეს არ აღვიქვამ მხოლოდ გარეგნობით, მიმაჩნია, რომ შინაგანი სილამაზის გარეშე ეს სიტყვა აზრს კარგავს. ვიდეოში თამუნა მოკლე აღწერას აკეთებს, თუ რას უნდა მოველოდოთ მისგან მასტერკლასზე.

გარდა ამისა, როგორც პირველად, ამჯერადაც თითოეულ სტუმარს სკამზე დახვდება თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტებით დატვირთული სასაჩუქრე ჩანთა.
ამჯერად გადავწყიტე, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამეხადა ბილეთების შეძენა და ორ საფასო კატეგორიად დავყავი ბილეთები.

I კატეგორიის ფასი გახლავთ 150 ლარი
ამ ბილეთებს აქვს 3 ქვე-კატეგორია, როგორც ვიდეოში ვამბობ, ტონალურის ფერის მიხედვით შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ბილეთი.
3 განსხვავებული ფერის ტონალურის გარდა სხვა ყველა სასაჩუქრე პროდუქტი ჩანთაში არის ერთი და იგივე.

ბილეთების ქვე-კატეგორიებს მინიჭებული აქვთ Estee Lauder-ის ტონალურის სახელწოდებები. შეგიძლიათ ეს სახელწოდებები ჩაწეროთ ესტე ლაუდერის საიტის საძებო ველში და ნახოთ ფერი
https://www.esteelauder.com/

პირველი - Ivory beige 3N1
მეორე - Pure Beige 2C1
მესამე - ECRU 1N2

II კატეგორიის ბილეთის ფასი გახლავთ 50 ლარი
ამ კატეგორიაში ქვე-კატეგორიები არ შეგხვდებათ

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე - https://biletebi.ge/masterclass-with-...

იმედი მაქვს, ამჯერად არცერთი მსურველი არ დარჩება ბილეთის გარეშე და ყველას ვისაც ძალიან უნდა დასწრება, მოასწრებს შეძენას.

ერთი სული მაქვს როდის შეგხვდებით 12 სექტემბერს :*
თუ რამე კითხვა გაქვთ, მომწერეთ კომენტარებში.3N1