იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ე.ლ. ქუთაისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება \"სუბოქსინის\" 9 აბი და აბის ნახევარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის \"ა\" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Facebook :   / miaofgeorgia  
Twitter :   / miaofgeorgia  
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან