საქველმოქმედო სპექტაკლები თეატრში..

08/04/2012
odishitv-ის მიერ

საქველმოქმედო სპექტაკლები თეატრში 4 და 5 აგვისტოს გაიმართება.

\"აღსარება\" და \"ჰამლეტი\", გიორგი ფოჩხუას რეჟისორობით დადგმულ ორ ექსპერიმენტს, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში მაყურებელი კიდევ ერთხელ იხილავს. ამჯერად სპეკტაკლში გიორგის მეგობარი მსახიობები მონაწილეობენ და პუბლიკას ახალგაზრდა რეჟისორის შემოქმედებას გაახსენებენ. სპექტაკლები თეატრში ორი დღის განმავლობაში 4 და 5 აგვისტოს გაიმართება და მას საქველმოქმედო ხასიათი ექნება.

გიორგი ფოჩხუას შემოქმედება მთლიანად ქველმოქმედება იყო და სწორედ ამიტომ ამ ორი სპექტაკლიდან შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ოაჯახს გადაეცემა. თუმცა ეს არ იქნება თეატრისთვის ერთჯერადი და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/