Delgma - დრო არის წასვლის / [or] Time to go

11/24/2020
Delgma-ის მიერ

https://electroliza.bandcamp.com/albu...

და როცა ვხედავ ღრუბელს, ცას როგორ ღლის,
ემოციების ზღვაში მის ჩრდილებს შლის,
უკარგავს ყველა ნატვრას და ცრემლად ცრის,
ჰორიზონტს უშლის ისევ - კარგავს ნაპირს.

და მე ვიცი, რომ დრო არის წასვლის,
იქ სადაც ხშირად ამბობენ \"მიყვარხარს\"
მაგრამ ადგილი აღარ მაქვს ახლის
იმ გულში სადაც მუდამ შენ მყავხარ.

ყველა გამვლელში ვამჩნევ შენს ფარულ ლანდს
და მასში გამოძერწილ ნაზ ია-ვარდს.
გული საგულეს ტოვებ, ივიწყებს თავს,
რადგან გრძნობს მზის სხივებში დამალულხარ,

და მე ვიცი, რომ დრო აღარ იცდის
იქ სადაც არავინ ამბობს \"მიყვარხარს\"
და შენი ფიქრიც მე კარგად ვიცი,
რომ შენი გულის სწორი მე არ ვარ.