მაისორი - იოგას სწავლების მეთოდი

07/29/2022

მაისორის სტილი არის იოგას პერსონალიზირებული სწავლების მეთოდი, რაც მიზნად ისახავს თითოეული სტუდენტისთვის მორგებული პროგრამის შეთავაზებას. ეს პროგრამა ინდივიდის საჭიროებების, უნარების, ინტერესების და სიძლიერის მიხედვით შემუშავდება მასწავებლის მიერ სწავლების პროცესში.
მაისორი ქალაქია სამხრეთ ინდოეთში, რომლიდანაც მომდინარეობს აშთანგა ვინიასა იოგა (დინამიური იოგას ეს ფორმა) და სწავლების ეს მეთოდი.
თითოეული მოსწავლე იღებს მისთვის განკუთვნილ სწავლების გეგმას, იმის მიხედვით, თუ რა იცის და რა გზით აითვისებს უკეთესად, იქნება ის სრულიად დამწყები თუ გამოცდილი პრაქტიკოსი.
ვინაიდან სწავლება პერსონალიზირებულია, მოსწავლეს შეუძლია თავის ტემპში მიყვეს პრაქტიკას, მეტად დაამოშავოს რომელიმე ასპექტი ან დაუთმოს მეტი დრო პრაქტიკას.
ვინაიდან მაისორის გაკვეთილი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსწავლეს აქვს სრული თავისუფლება, როდის ეწვიოს კლასს და როდის დაასრულოს.

თუ სრულიად დამწყები ხარ და გჭირდება მეტი ახსნა, თუ გამოცდილი პრაქტიკოსი ხარ და ჯგუფთან პრაქტიკა შენთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს, თუ დროის მხრივ მეტი თავისუფლება გჭირდება,
მაშინ იოგას მაისორის სტილი შენთვის არის განკუთვნილი.

#yoga #იოგა #yogamysore #ashtanga #ashtangayoga #mysorestyle #yogateaching #yogastudio #asanas #yogalovers #homeyoga #homeyogapractice

ვიდეოები „იოგას აკადემია"-ისგან