კლინიკაში "უნიქალ მედი" 25 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
ქუთაისში კოვიდ 19_ით ინფიცირებულთა მკურნალობის საწოლფონდი, შეზღუდულია❗
ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შევსებულია.
ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა ,,უნიქალ მედი\", კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროგრამაში, რამდენიმე დღეა, რაც ჩაერთო და როგორც კლინიკის დირექტორი, რეანიმატოლოგი შოთა მარუაშვილი აცხადებს, კლინიკის კოვიდ ნაწილში, მკურნალობას, ამჟამად, 25 პაციენტი გადის. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა.
შოთა მარუაშვილის თქმით, ჰყავთ ორი გამოჯანმრთელებულიც, რომლებიც კლინიკიდან გაეწერნენ.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან