კ/ფ-დან "კუჩხი ბედინერი" - ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი... :D

01/06/2021
Sofia Nioradze-ის მიერ

ფრაზა #გურამ_პატარაიას ფილმიდან \"კუჩხი ბედინერი\".
\"კოჩია: - შენ გენაცვალე, პაჭუ!
პაჭუ: - მოიცა, კაცო, რას მეხვევი და მკოცნი, ქალი ხომ არა ვარ ?! მოკიდე \"პასტას\" და ქაღალდს ხელი და ჩაწერე რაც მთავარი არის ახლა და რაც მნიშვნელოვანია! მართლა მასე ხო არაა საქმე?! ხალხი მიცდის, კაცო! ჩაწერე რასაც გელაპარაკები მე შენ! ეს აუცილებლობაა რომ იცოდე შენ და მნიშვნელოვანია. ერთი სიტყვით, აქ ისეთი დეტალებია, შენ სულ ერთია ვერ დაიმახსოვრებ მაგას. ერთი სიტყვით, 2 საათსა და 17 წუთზე შენთანა ვარ და კარებზე ვაფხაჭუნებ... შენ მეკითხები - რომელი ხარო? - მე ხმას არ გცემ და ხელმეორედ ვაფხაჭუნებ კარებზე, გესმის?
კოჩია: - გავაღო კარი?
პაჭუ: - არავითარ შემთხვევაში! ტექსტი ჩაწერე რომელიც უნდა მითხრა: ვინც არ უნდა იყო მანდ, ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი, სიხარულით გიღებ კარს, შენი ბედნი დამებედოს! ამის შემდეგ იღებ ცოცხს და ერთი ორჯერ უსვამ იმ ადგილს, სადაც მე ფეხი უნდა შემოვდგა.
შემდეგ ამბობ: მობრძანდით ბატონოო და აღებ კარს. მე შემოვყრი კაფენტებს და მოგილოცავ ახალ წელს. ა, ესაა მთელი ცერემონიალი. წადი ახლა და მოამზადე ეს ტექსტი. მთავარია ზეპირად და გამოთქმით, რასაკვირველია! იცოდე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს!“ :D