სამშვიდობო მოლაპარაკებები თბილისში

6 თვის წინ

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სომხეთ-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხმაურება. ტოივო კლაარის „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: „მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრემიერთან. შევაფასეთ სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობა. ასევე, გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შეხვედრასთან დაკავშირებით,“ - წერს კლაარი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან