შსს-ს მინი-ფეხბურთის შიდა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდა
06/30/2015
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო ტურნირის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი გახდა. გუნდმა გამარჯვება 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გუნდებმა ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლო დამატებითი ტაიმების დროს ორივე გუნდმა ანგარიშის გაზრდა შეძლო და დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ ანგარიში კვლავ ფრედ, 2:2 დასრულდა. წესების შესაბამისად დაინიშნა პენალტების სერია, სადაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამარჯვების მოპოვება შეძლო და შეხვედრაც ანგარიშით 4:3 დასრულდა.
ტურნირის მეორე ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე შსს-ს დაცვის პოლიციის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე გამოვლინდა ტურნირის ბომბარდირი - გიორგი ბუხრაშვილი (კონტრდაზვერვის დეპარტამენტი) და საუკეთესო მეკარე - გოჩა დათიაშვილი (სასაზღვრო პოლიცია).
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე:
http://goo.gl/ymknqF