ისევ რუსთაველზე ვდგავართ - Gen Z

04/23/2024

🇬🇪 მათთვის რუსთაველზე თავშეყრისკენ პოლიტიკოსებს საგანგებოდ არ მოუწოდებიათ: რამდენიმე დღის წინ, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საერთო პროტესტის ფონზე, ახალგაზრდებმა (Gen Z-იმ, როგორც მათ უწოდებენ), თბილისის მთავარი გამზირი გაავსეს.

🇪🇺 ამ აქციის ორგანიზატორებიც თავად იყვნენ და მონაწილეებიც.

🔸 ბოლო კვირაა, ასობით სტუდენტი და მოსწავლე ყოველდღე მართავს აქცია-მსვლელობას ლოზუნგით „არა რუსულ კანონს, კი - ევროპას“.

🔸 მათ არც საბჭოთა კავშირში უცხოვრიათ და არც რუსეთს იცნობენ კარგად, უმრავლესობამ რუსული ენაც კი არ იცის.

🔸 მაშინ, რა არის ის, რასაც ისინი უფრთხიან? რატომ არ მოსწონთ რუსეთი და რატომ ირჩევენ ევროპას? როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები ტიკტოკზე ხან მათთან სალაპარაკო ენის გამონახვას, ხან კი, GenZ-ის „ტერიტორიაზე“ პროპაგანდის გავრცელებას?

🔸 ამ ვიდეოში 16 წლის ბარბარე, 22 წლის იაკობი, 17 წლის ლილე, 17 წლის ლუკა და 19 წლის ქეთი ლაპარაკობენ იმ პროტესტზე, რომელმაც ისინი ისევ გამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ „მარტის აქციებიდან“.

--

🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge

გამოგვყევი 👇🏻

Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან