სოხუმის დაცემა (ავტ. გურამ როგავა)

09/26/2010
Guram Rogava-ის მიერ

http://mgzavrebi.blogspot.com/2011/09...
(სოხუმის დაცემა-აუდიო ამბავი-ავტორი გურამ როგავა)
განმუხურის მშვიდობის ხიდზე სოხუმის დაცემის დღეს, სამშვიდობო აქცია - \"გადაძახილი მსოფლიოს\" იმართება .
\"გადაძახილი მსოფლიოს\" მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციაა. იდეის ავტორისა და პროექტის ხელმძღვანელის, დიზაინერ მარიკა კორკელიას განცხადებით, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ დაანახოს, რუსული აგრესიის შედეგები და ამასთანავე, აფხაზ ერს შერიგებისკენ მოუწოდოს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ომის თემაზე შექმნილი კოსტიუმები. აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეკრებილი ადამიანები თეატრალიზებული აქციის უშუალო მონაწილეები გახდებიან. სპეცეფექტებით ხიდზე შეიქმნება ომის იმიტაცია, ჩაქრება ლამპიონების შუქი.
სპეციალურად ამ დღისთვის მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ქორეოგრაფიაზე ბაქარ ხინთიბიძემ იმუშავა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მოძრაობის თეატრისა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობები, ზუგდიდელი მოდელები.
სამშვიდობო აქციას ელენე ფოჩხუას \"ქართული ნანა\" დაასრულებს, მომღერალი სპეციალური ტექნიკის საშუალებით 6 მეტრის სიმაღლეზე ავა. გარდა ამისა, მარიკა კორკელიამ გრანდიოზული სიმაღლის კაბა შექმნა, რომელზეც ერთიანი საქართველოს დროშა იქნება გამოსახული.
პროექტს ფინანსურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.