ამირან სალუქვაძე TV ობიექტივი, 28.10.2017
TV ობიექტივი, 28.10.2017, 21:00 - 21:55 წამყვანი: ნიკოლაიშვილი გურამ სტუმარი: სალუქვაძე ამირან თემები: საჰაერო თავდაცვა, სირია და სხვა. სირიასთან დაკავშირებით, კერძოდ მის გავლენაზე საქართველოსთან მიმართებაში, როგორც მახსოვს, სრულად ვერ ვუპასუხე, ამიტომ მოკლედ დავსძენ, რომ სირიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და იცვლება ჩვენს ირგვლივ. კარდინალურად შეიცვალა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, იცვლება ვითარება ირანის ირგვლივ, რომელიც ბირთვული შეთანხმების შემდეგ მშვიდ ფაზაში იყო გადასული. ეს ყველაფერი გავლენას იქონიებს კავკასიაზე, შესაბამისად საქართველოზე. სხვათაშორის, შარშანდელი ორთქლის გამოშვების შემდეგ, ნელ-ნელა ისევ დაძაბულობისკენ მიდის ყარაბაღის საკითხი. საჰაერო თავდაცვის შესახებ თითქოს ბევრი ვისაუბრე, მაგრამ იმ ალგორითმის ახსნა, რომლითაც უნდა იწყებოდეს ნებისმიერი რეფორმა, შესყიდვები თუ რეორგანიზაციები, სრულყოფილად ერთ გადაცემაში ვერ ხერხდება და აზრსაც ვერ ვხედავ. სანამ კრიტერიუმი "ეფექტიანობა-ღირებულება" სისხლში არ ექნება ყველას გამჯდარი, არ გაერკვევიან რა ხილი ეს და როგორ უნდა მივირთვათ, ეს საუბრები წყალის ნაყვაა. პრობლემები ჯერ სხვა ჭრილშია მოსაგვარებელი და სხვა დონეზე. ე.წ. ფრანგული კონტრაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს "ეფექტიანობა-ღირებულება". მოლოდინი დიდი შეიქმნა, გაპიარდება ისე, თითქოს გადავკეტეთ საქართველოს ცა, სინამდვილეში ამ შესყიდვების ეფექტიანობა იქნება მიზერული. არაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. პოლემიკაში ეთერის დროს დიდი დრო იკარგება, თუ ქრონომეტრაჟს ვნახავთ, იმის ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება პატარა საჰაერო ძალებისთვის ხუთი ტიპის საზენიტო კომპლექსების შეძენა, არ ხერხდება. ველი თქვენს კითხვებს და შეფასებებს.
Salukvadze-ის სხვა ვიდეოები
00:43
ამირან სალუქვაძე პროპორციული სისტემის შესახებ
47:29
Amiran Salukvadze 26.05.2017 Radio1
16:31
ამირან სალუქვაძე ვახო სანაიას თოქ-შოუში. 12.03.18
08:43
ამირან სალუქვაძე. ინტერვიუ სომხეთის საზოგადოებრივ...
50:02
ამირან სალუქვაძე "ობიექტივის" "ღამის სტუდიაში" ხორ...
14:20
ამირან სალუქვაძე. ჩართვა იმედზე ირანის კრიზისთან დ...
11:30
ამირან სალუქვაძე იმედის კვირაში ანაკლიის შესახებ....
22:54:15
ამირან სალუქვაძე. TV ობიექტივი 22 10 16
მსგავსი ვიდეოები
ამირან სალუქვაძე. TV ობიექტივი 22 10 16
Salukvadze
ამირან სალუქვაძე - ჩართვა TV იბერიაში:\n\n* უნდა აღიაროს თუ...
Salukvadze
ამირან სალუქვაძე - ინტერვიუ TV იმედს. თემა: რუსეთთან დიალოგი...
Salukvadze
ამირან სალუქვაძე: გარდა კანონისა, არსებობს იარაღის ტარების ე...
TV IMEDI
ამირან სალუქვაძე გადაცემაში "იმედი LIVE"
TV IMEDI
ამირან სალუქვაძე „ქრონიკის“ კითხვებს პასუხობს
TV IMEDI
ამირან სალუქვაძე სტუმრად "დღის ქრონიკაში"
TV IMEDI
ამირან სალუქვაძე გამოძიების შედეგებს ელოდება
TV Pirveli