კახეთის პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს - 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
კახეთის პოლიციამ გამოძალვის და მუქარის ფაქტები ცხელ კვალზე გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
კახეთის პოლიციამ რუისპირში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო