ლუკა ზაქარიაძე _ მე შენთან მოვალ

01/06/2016
Keti Pavliashvili-ის მიერ

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
იცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარააქვთ წლებს.
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ,რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ, აღარ გადმოვცურავ ზღვას.
მე აღარ გადმოვცურავ ზღვას.
მე აღარ გადმოვცურავ ზღვას.
ჩვენს განშორებას,როგორც სიკვდილს,გული ვერ იტევს,
და ტელეანძა,როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
თქვენ იტყვით ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყველაფერს, რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვქნა.
და ჩემგან დარჩენილ დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ თუ ოდესმე მოვიგებთ ომს.
ჩვენ მოვიგებთ ომს!
ჩვენ მოვიგებთ ომს!
სა-ქარ-თვე-ლო!
სა-ქარ-თვე-ლო!

-uploaded in HD at http://www.TunesToTube.com

ვიდეოები „Keti Pavliashvili"-ისგან