ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
#იმერეთი #დევნილებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქუთაისში ბინა 52 დევნილ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა. ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, კიდევ 245 ბინაა შესყიდული. გარდა ამისა, შერვაშიძის ქუჩაზე 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, 2019 წელს, 725 ბინა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება. ასევე, წყალტუბოში 140 ოჯახზე გათვლილი 2 კორპუსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება. 2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.
State Representative in Imereti-ის სხვა ვიდეოები
01:10
პროექტების მონიტორინგი ქუთაისში
01:17
შეხვედრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
02:20
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
01:40
საქველმოქმედო აქცია ხარაგაულში
00:30
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
05:28
ჩართვა მაესტროზე - ზვიად შალამბერიძე
01:02
ქართული დროშის დღესთან დაკავშირებით ზვიად შალამბერ...
01:06
იმერეთში, გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში...
მსგავსი ვიდეოები
ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბინების გადაცემა დევნილი ოჯახებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილთა სააგენტოს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
06 11 2014 დავით შავლიაშვილმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს დაჭრილი 22 წლის მამაკაცი გარდ...
Tabula ტაბულა
შალვა ნათელაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადგილობრივი არჩევნები 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster