პანიკა - წერილები

12.12.2020 03:41

Mixed and mastered in: Subor Records.

ვიდეოსთვის და მუსიკალური ჩართულობისთვის დიდი მადლობა ტატო სვანაძეს.


წევრები:
ვოკალი/რიტმ გიტარა - კოკო ანთელავა,
ბას გიტარა/ბექ-ვოკალი - ნიკა ნატროშვილი,
დრამი - თორნიკე ჭავჭანიძე.

ლირიკა:
მთვარის შუქი ანათებს ნახევრად ღია ფანჯრებს,
აღარავის მჯერა და აღარაფერი მავსებს სიხარულით,
ველოდები შენს წერილებს ფოსტიდან
და ისევ, როგორც ყოველთვის, თავს ტყუილებით ვავსებ,
დავიღალე იმედით, რომელსაც ყველა მაძლევს,
სიხარულით ვეღარ ვძღები და ჭკუიდან გადავდგები.

წლები გადის და არაფერი იცვლება,
თუ დახმარება გჭირდება,
მე ისევ, აქვე ვარ.
წლები გადის და არაფერი იცვლება
და თუ წასვლა მოგინდება,
მე ისევ, აქვე ვარ.

მთვარის შუქი ანათებს ჩემს გადაღლილ სახეს,
სამი საათი ვუყურებ შემოსასველ კარებს სიხარულით,
ველოდები შენს წერილებს ფოსტიდან,
მე შიგნიდან მკვდარი ვარ და მაინც მიხარია
დოლარი გაძვირდა, ვეღარ მიშველის წმინდა
გიორგი, დავითი და კონსტანტინე,
შენზე ვფიქრობდი და სხვებს ვაგინე.

წლები გადის და არაფერი იცვლება,
თუ დახმარება გჭირდება,
მე ისევ, აქვე ვარ.
წლები გადის და არაფერი იცვლება
და თუ წასვლა მოგინდება,
მე ისევ, აქვე ვარ.


წლები გადის და არაფერი იცვლება,
თუ დახმარება გჭირდება,
მე ისევ, აქვე ვარ.
წლები გადის და არაფერი იცვლება
და თუ წასვლა მოგინდება,
ამით არაფერი დგინდება,
არ არის საჭირო გინება,
მე ისევ, აქვე ვარ.

გაზიარება:
Mankanebi