Armazi/არმაზი - Flames Of The Eternal Fire/ალი ცეცხლისა მარადიული
First Song from the upcoming Album "Flames Of The Eternal Fire". Guitar and Vocal - Baadur Bass - Alarth Guitar - Kopala Drum - Engur Lyrics (In Georgian): ოქროს ტაძართა მზისებრ ნათება, ღმერთთა სახენი წმინდა-ღვთიური, და მზის ტაძრიდან ვერას გაქრება, ალი ცეცხლისა მარადიული. და სიმღერანი საწინაპრონი, ოდეს თქმულიყო ქართველთა შორის, ლეგენდა - სისხლით ნათქვამი, მხნეობისა და მამაცობის. ახლა აღარ არს ტაძარი წმინდა, ოდეს გასულა რამდენი ხანი, თუმცა ჩვენს გულში კვლავაც ანთია, წინაპართ სიწმინდის უშრეტი ალი. ჯერ არ მომკვდარა - კვლავ ცოცხალია, კვლავ დაიკვრება წარმართთა ქნარი, ჯერაც ანთია, თუმცა მკრთალია, მარადიული ის ცეცხლის ალი. "და შენს გარეშე წყვდიადი ბნელი, ათასი წელია ედება არე-მარეს, და უკუღმართთა ცრუ ქადაგებით, ო, არმაზ, სძინავს მშობლიურ მხარეს, ნუთუ ვარჩინოთ გოდება-სისხლი, რაც თქვენმა შვილებმა უწინ ნახეს? ნუთუ უფანტავია ეს შავი ნისლი, ნუთუ ვერ ვნახავთ შენს მრისხანე სახეს?" სიცოცხლეს ედება ჩალის ფასი, თუ მათ ვახარეთ ეს გამარჯვება, თუ შევარჩინეთ წინაპართ სისხლი, ეს ჩვენი მოდგმა ვერ გადარჩება. თუმც უშრეტია ანკარა წყარო, კვლავაც დარეკავს იაჴსრის ზარი, კვლავ აინთება მზის დიდ ტაძარში, მარადიული სიწმინდის ალი. "ო, ცეცხლის ღმერთო, დიდო კაპუნავ, ზეციდან მიწაზე მოიტან ნათელი, როცა მზე დაადნობს მათ უტეხ ბორკილს, დააგდებს მონობის უღელს ქართველი, გაიხსენებს და დაბრუნდება, კვლავაც შეიცნობს ღმერთების ხმას, სამარადჟამოდ გულში აანთებს, ზეცით კურთხეულ ამ წმინდა ალს." Facebook: / armaziband Instagram: / armazi_official Bandcamp: https://armazi.bandcamp.com SoundCloud: / gogzf Contact: [email protected] Recorded at "Armazi Records", in Tbilisi, Georgia. All rights reserved @armazi_official
Armazi Official-ის სხვა ვიდეოები
Armazi/არმაზი - Dreams Of Caucasian Forests/კავკას...
04:01
Armaz (არმაზი) - Endless Light
05:41
არმაზი - მშობლიურ ველზე დაღვრილი სისხლი #2
06:53
არმაზი/ARMAZI - ურდო იბერიული/Iberian Horde (live...
04:55
Armazi/არმაზი - Sons Of Armaz And Tharkhon/არმაზის...
05:39
Armaz (არმაზ) - Pirkush (პირქუში)
06:46
Armazi/არმაზი - The Last Warrior/უკანასკნელი მეომა...
მსგავსი ვიდეოები
Armazi/არმაზი - Live at Bunker Bar 2022
Armazi Official
Armazi/არმაზი - Sons Of Armaz And Tharkhon/არმაზისა და თარხო...
Armazi Official
Armazi/არმაზი - Dreams Of Caucasian Forests/კავკასიურ ტყეთა...
Armazi Official
Armazi/არმაზი - The Last Warrior/უკანასკნელი მეომარი (Offici...
Armazi Official
Armazi/არმაზი - Engur Drumming (Live at Bunker Bar)
Armazi Official
არმაზი/ARMAZI - ურდო იბერიული/Iberian Horde (live at Skhva B...
Armazi Official
დიდი 10/DIDI 10, მე-13 ტური/RND13, არმაზი/Armazi vs ლელო სარ...
LiveTag
არმაზი/RC Armazi vs ჯიქი/RC Jiki დიდი 10/Didi 10, მე-15 ტური...
LiveTag