თვითდიაგნოსტიკა ნისან ტიიდაზე საკუთარი ძალებით / Nissan Tiida SelfDiagnostic tool
თვითდიაგნოსტიკის საშუალება ნისან ტიიდაზე, რომლითაც შეიძლება "CHECK ENGINE" კოდის ამოკითხვა და ამ კოდით დაზიანების/პრობლემის დადგენა. ასევე შესაძლებელია "ჩეკის" განულება.
1) გასაღებს ვატრიალებთ "ON" მდგომარეობაში 3 წამით.
2) შემდეგ 5 წამის განმავლობაში გაზის პედალს უნდა დავაჭიროთ ბოლომდე და ავუშვათ 5-ჯერ (ისე რო ჩავეტიოთ 5 წამში).
3) შემდეგ 7 წამით შევისვენოთ აშვებული გაზის პედლით.
4) 7 წამის გავლის შემდეგ დავდგათ გაზის პედალს ფეხი ბოლომდე დაახლოებით 10 წამით, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს "ჩეკი"-ს ნიშანმა ციმციმი.
- ამის შემდეგ შეიძლება პედალზე ფეხის აშვება.
- ამის მერე უნდა დაითვალოთ ციმციმების რაოდენობა.
სულ შეცდომის კოდი შედგება 4 ციფრისგან. პირველი ციფრის აღმნიშნველი ციმციმი არის მომდევნო ციმციმებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი. ციფრის აღმნიშვნელ ციმციმებს შორის არის მოკლე პაუზა, რითაც მიხვდებით, რომ გადავიდა მეორე ციფრზე და ა.შ.
მაგალითად: პირველი ციფრისთვის იციმციმა 5-ჯერ. ე.ი. შეცდომის კოდის 1-ლი ციფრი არის 5. შემდეგ პატარა პაუზის მერე დაიწყებს მეორე ციფრის აღმნიშვნელი ციმციმს და რამდენჯერაც აინთება-ჩაქვრება ის იქნება მეორე ციფრი და ა.შ.
შეცოდმის კოდების გაშიფრვა შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ - ENG - http://www.autoclub72.ru/forum/index....
RUS - http://www.club-nissan.ru/forums/show...