უჩა ნანუაშვილის 105 ათას ლარიანი ავტომობილი

06/16/2016
100,000,000 views-ის მიერ

სტუდია \"მონიტორმა” გაარკვია, რომ სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლი, ნიკოლოზ ბალიაშვილი კიდევ ერთ მანქანას Hyunday Tucson-ს ფლობს.
“სტუდია მონიტორი” გასულ კვირას მოგითხრობდათ, რომ სახალხო დამცველმა 105 ათას ლარად ავტომანქანა Mercedes –Benz GLA შეიძინა.
დოკუმენტაციის მიხედვით, Mercedes GLA განსაკარგად ომბუდსმენის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლს, ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა.
ომბუდსმენის აპარატმა, მერსედესის ღირებულების ნაწილი 98 500 ლარი თანხით გადაიხადა, დარჩენილი 7 ათასის დასაფარად კი მერსედესის მიმწოდებელ კომპანიას “ შპს ავტო თრეიდ ინ”-ს, ომბუდსმენმა 2009 წლის Hyunday Tucson-ი გადასცა.
“მონიტორმა” გაარკვია, რომ აღნიშნული Hyunday Tucson-ი, “ავტო თრეიდ ინმა” იმავე დღეს გაყიდა და ამ Tucson-ის მესაკუთრე დღეს, ნათია კაციტაძის მძღოლი, ნიკოლოზ ბალიაშვილია.

‪#‎სტუდიამონიტორი‬

ვიდეოები „100,000,000 views"-ისგან