ორსულობის განმეორებითი დანაკარგები ( ორსულობის მოშლა)
„უნივერსის“ორსულობის განმეორებითი დანაკარგების (ოგდ) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა ეხმარება წყვილებს, რომ დადგინდეს ნაყოფის დაკარგვის მიზეზი უჯრედულ დონეზე და მისცეს შვილის გაჩენის შანსი. დეტალური გამოკვლევის შემდეგ, „უნივერსი" უზრუნველყოფს მიზანმიმართულ მკურნალობას, ორსულობის მართვასა და მშობიარობას გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტების მეთვალყურეობით. ორსულობის დანაკარგების მიზეზები ქალებში: • გენეტიკური ანომალიები • იმუნოლოგიური კონფლიქტი AEA (შეუთავსებლობა- იდიო სინკრაზია) მეუღლეებს შორის) • სისხლში და ბიოლოგიურ სითხეში CD/NK მკვლელი უჯრედების მატება • ავტოიმუნური დარღვევები: ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანტიემბრიონული და ანტიენდომეტრიული ანტისხეულები • ენდოკრინული დარღვევები: ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, პროლაქტინის მომატებული დონე, პროგესტერონის დეფიციტი და ა.შ. • სისხლის კოაგულაციის სისტემის დარღვევები • ინფექციები • საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის ანატომიური ცვლილებები • აუხსნელი გენეზი, ოგდ • 5-15% ორსულობის განმეორებითი დანაკარგების პირველადი დიაგნოსტიკის პროგრამა მიზნად ისახავს წყვილებისთვის სრულყოფილი, კომპლექსური, თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებისა და მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით, ჩვენს კლინიკაში, წყვილებში ორსულობის განმეორებითი დანაკარგების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პირველადი დიაგნოსტიკა სრულად ფინანსდება და ის მოიცავს შემდეგი სახის კვლევებს: გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული კვლევა (ფაზურ-კონტრასტული, იმუნოფლუორესცენტული მეთოდით) CD 56 განსაზღვრა ანტისპერმული ანტისხეულების ASA განსაზღვრა ენდომეტრიუმში საოფისე ჰისტეროსკოპია ანდროლოგის კონსულტაცია კომპიუტერული სპერმომორფოციტოგრამა ურეთრის ნაცხის ბაქტერიოსკპული კვლევა (ფაზურ-კონტრასტული, იმუნოფლუორსცენტული მეთოდით) პროგრამა მოიცავს მიზნობრივ მედიკამენტებზე 40%-იან დაფინანსებას. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ან დაგვიკავშირდით +995 511 25 24 95 ( ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00სთ-მდე) ლუბლიანას 13 / ჭიაურელის 6 #ორსულობა #მოშლა #უშვილობა #მედიცინა / universecenterofficial
მსგავსი ვიდეოები
პირველი და განმეორებითი ორსულობა
პირადი ექიმი- მარი მალაზონია
"პირადი ექიმი - მარი მალაზონია" - პირველი და განმეორებითი ორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ორსულობის მიმდინარეობა - პირველი ტრიმესტრი
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ორსულობის შესახებ - გენრიეტა გაგოშიძე
Tsamali.ge
ორსულობის საინტერესო და უცნაური შემთხვევები
Analyse de l'Actu
ორსულობის დროს დაკარგული სამსახური | რა უფლებები აქვს დასაქმ...
TV IMEDI
ორსულობის შესახებ
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
ორსულობის დაგეგმვის მნიშვნელობა
მასწავლე, რომ განვვითარდე!