დღეს, 4 აპრილს \"ეროვნული ფორუმის\" ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა პარტიის რიგგარეშე ყრილობის გადაწყვეტილების გათვალისწინებით \"ეროვნული ფორუმის\" საპარლამენტო ფრაქციის საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის მიზანშეწონილებაზე იმსჯელეს.
პოლიტიკურმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება. სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, კახა შარტავამ და გუბაზ სანიკიძემ გააცნეს.
04.04.2016
წყარო: http://2tv.ge/ge/videos/view/161223.html