ლადო ასათიანი - დაუკარით ("სალაღობო")
#დაუკარით #daukarit #სალაღობო ლადო ასათიანი იმ საოცარი გულწრფელობის და სულიერი სისუფთავის პოეტებს ეკუთვნის, რომლებიც ერის ცხოვრებაში მნიშვნელოვან სიმბოლოებს აღორძინებენ და ახალ სიცოცხლეს შთაბერენ. მის მიერ შექმნილი პატრიოტული ლირიკის ჭე შმარიტიშედევრი „სალაღობო“ („დაუკარით“) ეხმიანება საქართველოს უმძიმეს ეპოქას, კრწანის ომს. როდესაც ამ ლექსს წერდა, პოეტს იმ დროსთან თითქმის 140 წელი აშორებდა, რეალურად არც ისეთი დიდი დრო. და ლადოს უნიკალური ენერგიის წყალობით ახალ სიცოცხლეს იძენს იმ დიდი ქართველების თავგანწირვა, თავდადება და ღირსება. არასოდეს დამავიწყდება, როგორ განგვიმარტა ისტორიის მასწავლებელმა, რომ "საქართველოს ცხელი გული" ამ ლექსში - ეს დიდი ერეკლე მეფეა. თუ ღვთის წყალობა იქნება, ალბათ, ამ ყველაფერს ცალკე ვლოგს დავუთმოთ. ჯერჯერობით კი გტოვებთ ამ ლექსთან პირისპირ. მაშ ასე, კითხულობს სოსო მიქელაძე; მუსიკა: ამონაკრები ანსამბლ „ერისიონის“ სხვადასხვა წლების კონცერტებიდან; ვიდეორგოლში გამოყენებული ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტების ფრაგმენტები, ქართული ისტორიული და ტურისტული საიტების ვიდეომასალა (Georgian Travel Guide), აგრეთვე ფრაგმენტები ფილმებიდან „გიორგი სააკაძე“, „ბაში-აჩუკი“, ტრეილერი ფილმის „შინდისი“ და სხვა თემატური მასალა. არხის განვითარებისთვის: ანგარიში თიბისი ბანკში: GE07TB7451936010100021 მიმღები: იოსებ მიქელაძე #ლადოასათიანი #სალაღობო #დაუკარით #ladoasatiani #daukarit
მსგავსი ვიდეოები
ლადო ასათიანი - სალაღობო ("დაუკარით")
Soso Mikeladze Official
ლადო ასათიანის ლექსი სალაღობო
Პოეზია Poezia
ორუდილა დაუკარით, სალაღობო, ლადო ასათიანი
ლადო ასათიანი - სალაღობო (კახი ხაჭაპურიძე)
kids.ge
ლადო ასათიანი - „სალაღობო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში იბადებოდნენ - დავით ტყეშელაშვილი,თორნიკე სვანიძ...
Davit Tkeshelashvili
მე ემიგრანტი დედის შვილი ვარ ! [ მარიამ მესხორაძე ]
პოეზია / Poetry
მურმან ლებანიძე - გვიან გავიღვიძეთ
პოეზია / Poetry