სასტიპენდიო პროგრამები 2016-2017 - ნინო ჭელიძე - IEC

04/26/2016
INTERNATIONAL EDUCATION CENTER-ის მიერ

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://iec.gov.ge/4272) მიზანია ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხნენ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე.

კერძოდ, პირი, რომელსაც:
· მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი;
· სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;
· სწავლობს უცხოეთის უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა (დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე - http://iec.gov.ge/4256) საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ სასტიპენდიო პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები შეძლებენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის გავლის გზით თეორიული ცოდნის, პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების გაუმჯობესებას. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შინაარსი და თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებულ საქმიანობის შინაარსს.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014-16 წლებში 200-მდე საქართველოს მოქალაქეს დაუმტკიცდა სასწავლო სტიპენდია. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ვიდეოები „INTERNATIONAL EDUCATION CENTER"-ისგან