42° პარალელი - აია სოფია კვლავ მეჩეთია


აია სოფიას მუზეუმი თურქეთის რესპუბლიკის ქემალისტური საფუძვლების ერთ-ერთი საკვანძო განსხეულება იყო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების საჩვენებლად ქვეყნის სეკულარულ და მოდერნულ რაობას განასახიერებდა. იგი თურქეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვის აღმნიშვნელ სიმბოლოს წარმოადგენდა, რითაც ქვეყანა უცხოსადმი საკუთარ ღიაობას და მის კულტურულ მრავალფეროვნებას უსვამდა ხაზს. გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო და მუზეუმი თურქეთის ისლამურ დიანეთს გადასცა, მთლიანად ცვლის თურქეთის სახელმწიფოს არსს, არყევს მის ქემალისტურ საწყისებს, აკავშირებს მას ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეობასთან და თურქეთს სხვა სახით წარმოაჩენს საერთაშორისო არენაზე.
ავტორი: შოთა თხელიძე

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან