ვიცე პოლკოვნიკი ალუდა სეთურიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

01.03.2022 13:21

▪„დარწმუნებული ვარ, ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, ომის დაწყებისთანავე, უკრაინამ მოიპოვა მორალური უპირატესობა - აბსოლუტურად მთელი ერი ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში“ ▪„რუსეთის არმიის უძლეველობის მითი უკვე ფსკერზეა, ჩამოშლილია“ ▪„თუ დღეს 1000 ჯარისკაცს კარგავს საოკუპაციო არმია, კიევში შესვლის შემთხვევაში, ეს, შეიძლება, გახუთმაგდეს - კიევში მათ დახვდებათ ყველა უკრაინელი, რომელიც მათ ყველანაირი იარაღით შეებრძოლება“ ▪„გარდამტეხი მომენტი 3-4 დღეში უნდა გამოიკვეთოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი დამთავრებული იქნება“ ▪„ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების ამოცანაა, რომ უპირველეს მიზნად დაისახოს საკუთარი მოქალაქეების ინტერესები - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ კიევიდან ელჩი არ გამოიყვანა, იმ ფონზე როცა ძალიან ცოტა ქვეყანამ დატოვა საკუთარი საელჩო კიევში“ ▪ვიცე პოლკოვნიკი ალუდა სეთურიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: